saqarTvelos mRvimeebi - xorxebis mRvime

 

ყინულოვანი მღვიმე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბედენის ლავური პლატოს სამხრეთ კიდეზე, მდინარე კლდეისისწყლის აუზში, ზღვის დონიდან 1400 მ. გამომუშავებულია დოლერიტულ ლავებში. მღვიმეს საფეხურებრივი ფსკერი აქვს. საერთო სიღრმე 14 მ. ზაფხულში რამდენიმე შახტში ჩნდება ხოლმე მცირე ყინულის ფენები. ხორხების მღვიმე თავის დროზე მოხსენიებული აქვს თვით ვახუშტი ბაგრატიონს და მას ფრიად მდიდრულად აღწერს, აქედან გამომდინარე სავარაუდოა, რომ მღვიმე თავის დროზე მნიშვნელოვანი პუნქტი იყო.